კურორტი კოხტა-მიტარბი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებე-ლი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია. საკურორტო ზონა ამჯერად კოხტა გორას ძირში მდებარეობს, მომდევნო ეტაპზე კი, მიტარბშიც გაშენდება.

ბედნიერი ოჯახური არდადეგები

ოჯახური დასვენება

პროექტის უმაღლესი სტანდარტისა და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქის-გან განტვირთვას ეძებს.

ოჯახური დასვენება

სპორტი

კოხტა გორაზე, დამონტჟდა ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის ფირმის საბაგირო შალედური სადგურით.კოხტაზე მოეწყო 4 სხვადასხვა დონის, ჯამში,4 კილომეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომლითაც ყველა კატეგორიის მოთხილამურეებს შე-უძლიათ ისარგებლონ.

სპორტი

ბუნება

კოხტა-მიტარბი ოთხსეზონიანი კურორტია, უნიკალური ბუნებრივი რესურსითა და კლიმატური პირო- ბებით. გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია. შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს. კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია. ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად.

ბუნება