კურორტი კოხტა-მიტარბი

ბედნიერების ოთხი სეზონი

4 სეზონი

კურორტი კოხტა-მიტარბი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია. საკურორტო ზონა ამჯერად კოხტა-გორას ძირში მდებარეობს, მომდევნო ეტაპზე კი, მიტარბშიც გაშენდება.

ზაფხული
ზამთარი
შემოდგომა
გაზაფხული

განვითარების გეგმა

კურორტი კოხტა-მიტარბი ერთიანი განაშენიანების გეგმის ფარგლებში შენდება. გეგმა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიების - GEODE და COMPAGNIE DES ALPS  მონაწილეობით დამუშავდა. ერთიანი განაშენიანების გეგმის ფარგლებში სოფელი მიტარბი და კოხტა გორა საერთო კონცეფციაში მოექცევა. 

მხიარული საოჯახო დასვენება

family vacations

ბუნება

კოხტა-მიტარბი ოთხსეზონიანი კურორტია, უნიკალური ბუნებრივი რესურსითა და კლიმატური პირო-ბებით. გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია. შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს. კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია. ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად.

family vacations

სპორტი

კოხტა გორაზე, დამონტჟდა ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის ფირმის საბაგირო შალედური სადგურით.კოხტაზე მოეწყო 4 სხვადასხვა დონის, ჯამში,4 კილომეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომლითაც ყველა კატეგორიის მოთხილამურეებს შე-უძლიათ ისარგებლონ.

family vacations

ოჯახური დასვენება

პროექტის უმაღლესი სტანდარტისა და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქის-გან განტვირთვას ეძებს.